გაირკვა, თუ რა შემთხვევაში იტყვის იუვენტუსი მორატას ბარსელონაში გაშვებაზე უარს
"იუვენტუსი" ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე ახალი ცენტრალური თავდამსხმელის გადაბირებას გეგმავს.
როგორც ცნობილი იტალიური გამოცემა La Gazzetta dello Sport-ი იტყობინება, "ბებერი ქალბატონი" მზად არის ალვარო მორატა გაუშვას, რომელსაც "ბარსელონაში" გადასვლა უნდა, მაგრამ ჯერ შემცვლელი უნდა დაიმატოს.
ზაფხულისთვის ტურინელები "ფიორენტინას" ფორვარდ დუშან ვლაჰოვიჩის ან "სასუოლოს" თავდამსხმელ ჯანლუკა სკამაკას მიწვევას აპირებენ, ამიტომაც ამ ზამთარს "იუვენტუსი" ფორვარდს არენდით დაიმატებს.
"იუვე" იჯარით, შემდგომში გამოსყიდვის ვალდებულების გარეშე, "პსჟ"-ს შემტევ მაურო იკარდის გადაბირების ვარიანტს განიხილავს. "მანჩესტერ იუნაიტედის" ფორვარდ ედინსონ კავანის თაობაზე მიმდინარე მოლაპარაკებებშიც სირთულეებია. ამასთანავე, "იუვენტუსი" "არსენალის" თავდამსხმელ პიერ-ემერიკ ობამეიანგისადმიც იჩენს.
მემფის დეპაი ("ბარსელონა") და არკადიუშ მილიკი ("მარსელი") ყველაზე ნაკლებად სავარაუდო ვარიანტების სიაში არიან.
"იუვენტუსი" იკარდისა და კავანის თაობაზე მოლაპარაკებებს გააგრძელებს. თუ რომელიმე მათგანის დამატება ვერ მოხერხდა, მორატა ტურინში დარჩება.