ბაიერნის ექს-პრეზიდენტმა გაიხსენა, თუ რატომ არ გადავიდა ფრენკ რიბერი 2010 წელს რეალში
„ბაიერნის“ პრეზიდენტმა ული ჰიონესმა ახსნა, თუ რატომ არ გადავიდა გუნდის ექს-ფეხბურთელი ფრენკ რიბერი 2010 წელს მადრიდის „რეალში“.
„2010 წელს ისე ჩანდა, თითქოს რიბერის ისტორია „ბაიერნში“ სრულდებოდა, იმიტომ რომ მისი აგენტები მას აშკარად „რეალში“ ყიდიდნენ.
ჩვენ ფრენკი დე მისი მეუღლე ვახშამზე დავპატიჟეთ. სიუზიმ ჰალალი სპეციალურად მისთვის მოამზადა. შესანიშნავი საღამო გავატარეთ და დაახლოებით შუაღამეს, მეუღლემ - ვახიბამ თქვა: „ფრენკ, ჩვენ მიუნხენში ვრჩებით.“ - ციტირებს ჰიონესის სიტყვებს Mundo Deportivo.
რიბერი „ბაიერნში“ 2007-2019 წლებში თამაშობდა და გუნდში გატარებულ 425 მატჩში 124 გოლი და 182 საგოლე გადაცემა მიითვალა.
გერმანულ გუნდში ფრანგმა ფეხბურთელმა 23 ტიტული მოიგო, ამჟამად 38 წლის შემტევი იტალიურ „სალერნიტანაში“ თამაშობს.