ავტორიზაცია

მიზეზი, რის გამოც რეალმა რუდიგერის ტრანსფერზე საბოლოო უარი თქვა

მიზეზი, რის გამოც რეალმა რუდიგერის ტრანსფერზე საბოლოო უარი თქვა
თარიღი 03 Jan 2022, 12:49

მადრიდის "რეალი" სავარაუდოდ უარს იტყვის "ჩელსის" ცენტრალურ მცველზე, ანტონიო რუდიგერზე, რომელიც შესაძლოა ამ ზაფხულს თავისუფალი აგენტი გახდეს.

ABC-ის ცნობით, მადრიდული კლუბი არ აპირებს ისეთი ფეხბურთელის შეძენას, როგორიც რუდიგერია. "რეალში" დაცვის ლიდერებად დავიდ ალაბა და ედერ მილიტაო ითვლებიან.

თუ მადრიდელები ცენტრალურ მცველს დაიმატებენ, ეს ახალგაზრდა ფეხბურთელი იქნება. მადრიდის "რეალი" ფიქრობს, რომ რუდიგერის აგენტი იყენებს კლუბს სარფიანი კონტრაქტისა და 20 მილიონიანი ბონუსის მისაღებად.

გერმანელს მიაჩნია, რომ ახლა პრემიერ ლიგიდან წასვლის შესაფერისი მომენტია, მაგრამ ის "რეალში" არ გადავა. "ბაიერნს" და "პსჟ"-ს რუდიგერის შეძენა სურთ, მადრიდული კლუბი კი რუდიგერზე არ ფიქრობს.

"რეალი" მილიტაოს კონტრაქტის გაგრძელებას გეგმავს, ხელფასის წელიწადში 8,5 მილიონი ევროს დანიშნვით. გერმანელმა მცველმა მიმდინარე სეზონში "ჩელსის" ყველა ტურნირზე 25 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.