ავტორიზაცია

"თავდაუზოგავად მუშაობს, გუნდური მოთამაშეა", - რანგნიკი მანჩესტერში ვან დე ბეკის მომავალზე ალაპარაკდა

"თავდაუზოგავად მუშაობს, გუნდური მოთამაშეა", - რანგნიკი მანჩესტერში ვან დე ბეკის მომავალზე ალაპარაკდა
თარიღი 03 იან 2022, 18:28

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, რალფ რანგნიკმა იმის შესახებ ისაუბრა, თუ რა უნდა გააკეთოს გუნდის ნახევარმცველმა, დონი ვან დე ბეკმა სასტარტოში მოსახვედრად.

"თავდაუზოგავად მუშაობაა საჭირო. რამდენადაც შევძელი მისი გაცნობა, ტოპ მენტალიტეტი აქვს. თითოეულ ვარჯიშზე ბევრს მუშაობს. გუნდური მოთამაშეა. იქნება მატჩები, რომლებშიც თამაშის შანსს მიიღებს".

"წინა კვირაში ამის შესახებ მასთან ხანგრძლივი საუბარი მქონდა. აგრეთვე, მას ყატარში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატზე ჰოლანდიის ნაკრებთან ერთად გამგზავრებაც უნდა. ამისათვის კი "მანჩესტერ იუნაიტედში" სათამაშო დრო სჭირდება".

"ჯერ კიდევ ვფიქრობ, რომ ვან დე ბეკი უნდა შევინარჩუნოთ. ამ სეზონის ბოლომდე აუცილებლად აქ უნდა დარჩეს და რაც შეიძლება მეტი სათამაშო პრაქტიკის მიღებას ეცადოს", - ციტირებს გერმანელი სპეციალისტის სიტყვებს Utd Report-ი.

24 წლის ჰოლანდიელს "ეშმაკუნებთან" მოქმედი ხელშეკრულების ვადა 2025 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს, მიმდინარე სეზონში მან ყველა ტურნირზე ერთად 12 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.