ავტორიზაცია

დორტმუნდში ჰოლანდის მომავალი ზაფხულამდე გარკვეულია — ფაბრიციო რომანო

დორტმუნდში ჰოლანდის მომავალი ზაფხულამდე გარკვეულია — ფაბრიციო რომანო
თარიღი 03 Jan 2022, 18:52

"დორტმუნდის" თავდამსხმელი, ერლინგ ჰოლანდი ბორუსიელთა რიგებს ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე არ დატოვებს.

ნორვეგიის ნაკრების 21 წლის ფეხბურთელი ახალ კლუბს ჯერ არ შეთანხმებია, იტყობინება ფაბრიციო რომანო.

გავლენიანი ჟურნალისტის თანახმად, ჰოლანდს არც "რეალთან" გაუფორმებია წინასწარი კონტრაქტი და არც "ბარსელონასთან".

აგრეთვე, ჭორების საპირისპიროდ, აღინიშნება, რომ ჰოლანდის კონტრაქტში არ დევს პუნქტი, რომლის თანახმადაც "ზალცბურგის" ყოფილ სპორტულ დირექტორს, ამჟამად კი "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარ მწვრთნელ რალფ რანგნიკს მისი მიწვევის უფლება აქვს.

მიმდინარე სეზონში ერლინგმა ყველა ტურნირზე ერთად "დორტმუნდის" რიგებში 16 მატჩი ჩაატარა, 19 გოლი გაიტანა და 4 შედეგიანი პასი გააკეთა.