ავტორიზაცია

შეხვედრა ჩანიშნულია — მანჩესტერ იუნაიტედი არგენტინის ჩემპიონატის ბომბარდირის ტრანსფერზე მუშაობს

შეხვედრა ჩანიშნულია — მანჩესტერ იუნაიტედი არგენტინის ჩემპიონატის ბომბარდირის ტრანსფერზე მუშაობს
თარიღი 03 იან 2022, 19:12

"მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობა "რივერ პლეიტის" თავდამსხმელის, ხულიან ალვარესის ხელში ჩაგდებას გეგმავს.

"ვულვერჰემპტონთან" პრემიერ ლიგის ეგიდით გასამართი დღევანდელი მატჩის შემდეგ, მანიკუნიანელები არგენტინის ნაკრების 21 წლის ფეხბურთელის აგენტთან მოლაპარაკებებს გამართავენ.

როგორც ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი, ნიკოლო სკირა იტყობინება, "ეშმაკუნები" ალვარესს 2026-წლამდე გათვლილ კონტრაქტს შესთავაზებენ.

აქამდე ცნობილი გახდა, რომ "რივერის" ახალგაზრდა თავდამსხმელის გამოსასყიდი თანხა 20 მილიონ ევროს შეადგენს.

არგენტინის ჩემპიონატის გასულ გათამაშებაში ალვარესმა 20 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 18 გოლი გაიტანა და 6 შედეგიანი პასი გააკეთა. ხულიანი ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.