ავტორიზაცია

ბარსელონას დირექტორი მორატას შესახებ: "ხავიმ ფერანი მოითხოვა და ის მიიღო, რაც უნდოდა"

ბარსელონას დირექტორი მორატას შესახებ: "ხავიმ ფერანი მოითხოვა და ის მიიღო, რაც უნდოდა"
თარიღი 03 Jan 2022, 19:20

"ბარსელონას" დირექტორმა, მატეუ ალემანიმ "იუვენტუსის" თავდამსხმელ ალვარო მორატას გადაბირების ალბათობა შეაფასა.

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, "ლურჯ-ბროწეულისფრები" ამ ზამთარს "ატლეტიკოს" საკუთრებაში მყოფი ფორვარდის იჯარით დამატებას გეგმავენ.

"მორატას ტრანსფერი? ხავიმ ფერან ტორესი მოითხოვა და ის მიიღო, რაც უნდოდა", - ციტირებს ალემანის სიტყვებს გავლენიანი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო.

ცნობისთვის, 29 წლის ესპანელი ფეხბურთელი "ბებერ ქალბატონში" უკვე მეორე სეზონია არენდით ირიცხება, ხელშეკრულებას ვადა მომავალ ზაფხულს გასდის.

მიმდინარე სეზონში მორატამ ყველა ტურნირზე ერთად 23 მატჩი ჩაატარა, 7 გოლი გაიტანა და 3 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.