ლაპორტა ტრანსფერებზე: "ბარსელონაში გადმოსვლის ვარიანტს ყველა ტოპ ფეხბურთელი განიხილავს"
"ბარსელონას" პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ იანვრისთვის კლუბის შესაძლო ტრანსფერების შესახებ განცხადება გააკეთა.
"კონკურენტუნარიანი გუნდის ჩამოსაყალიბებლად ვმუშაობთ. ხავიმ ფერანის ტრანსფერზე თანხმობა განაცხადა. "ბარსაში" ახლა რესტრუქტურიზაციაა, ყველაფერი შესაძლებელია".
"ბარსა" ამის მაგალითია. ვიღდგენთ იმ განსაკუთრებულ ძალას, რომელსაც ვფლობდით. ყველა ტოპ ფეხბურთელი განიხილავს "ბარსაში" გადასვლის ვარიანტს. ბევრი რამ გვაქვს გასათვალისწინებელი - სპორტული ასპექტებიც და ეკონომიკურიც. კარგ პროგრესს მივაღწიეთ. ყველაფერი შესაძლებელია".
"ფერანის დამატებით გახარებულები ვართ. ზამთრის დანარჩენ შენაძენებსაც გამოვაცხადებთ, როცა ეს მოხდება".
"ზამთარში კიდევ ვაპირებთ გაძლიერებას და საშუალოვადიან პერსტივაში ვარიანტებს განვიხილავთ", - ციტირებს ლაპორტას სიტყვებს Marca.