ავტორიზაცია

რა გავლენას მოახდენს მორატას ბარსელონაში გადასვლა ჰოლანდის შესაძლო ტრანსფერზე?

რა გავლენას მოახდენს მორატას ბარსელონაში გადასვლა ჰოლანდის შესაძლო ტრანსფერზე?
თარიღი 03 იან 2022, 20:39

ცნობილი გახდა, თუ რა გავლენას მოახდენს ალვარო მორატას ტრანსფერი შეტევის გაძლიერებასთან დაკავშირებით "ბარსელონას" გეგმებზე.

როგორც ავტორიტეტული გამოცემა AS-ი იტყობინება, კატალონიური გრანდი 29 წლის ესპანელ ფორვარდთან კონტრაქტის გაფორმების გამო "დორტმუნდის" ფორვარდ ერლინგ ჰოლანდის ტრანსფერზე უარს არ იტყვის.

ამასთანავე, "ბარსაში" აცნობიერებენ, რომ 21 წლის ნორვეგიელი სუპერვარსკვლავის ხელში ჩაგდება რთული იქნება.

იანვარში კატალონიური გრანდის რიგებს ლუკ დე იონგი დატოვებს, ზაფხულში კი "ლურჯ-ბროწეულისფრები" მემფის დეპაის გაყიდვას ეცდებიან.

ჰოლანდიის ნაკრების შემტევს მოქმედი კონტრაქტის ვადა "ბლაუგრანასთან" 2023 წლის ივნისის ბოლოს ეწურება.

ასე და ამგვარად, "ბარსელონას" ზაფხულში დეპაის გაყიდვა მოუწევს, რათა მომდევნო წელს უფასოდ არ დაკარგოს.