ავტორიზაცია

დემბელე ფერანის ტრანსფერით უკმაყოფილოა — ფრანგი ბარსელონას ჩანაფიქრს მიუხვდა?

დემბელე ფერანის ტრანსფერით უკმაყოფილოა — ფრანგი ბარსელონას ჩანაფიქრს მიუხვდა?
თარიღი 03 იან 2022, 20:49

"მანჩესტერ სიტიდან" ფერან ტორესის დამატებამ "ბარსელონასა" და თავდამსხმელ უსმან დემბელეს შორის ახალ კონტრაქტზე მიმდინარე მოლაპარაკებებზე გავლენა მოახდინა.

როგორც ცნობილი ესპანური გამოცემა Diario Sport-ი წერს, ფრანგს და მის აგენტებს "ბლაუგრანას" ეს ნაბიჯი არ მოეწონათ, რადგან ფერანი და დემბელე ერთ პოზიციაზე თამაშობენ.

ამ ტრანსფერმა 24 წლის გარემარბი "ბარსას" სამომავლო გეგმებში დააეჭვა და დაფიქრდა, რომ კლუბს მასთან კონტრაქტის გახანგრძლივება მხოლოდ იმისათვის სურს, რათა უფასოდ არ დაკარგოს და ზაფხულში გაყიდოს.

გარდა ამისა, "ბლაუგრანას" ხელმძღვანელობამ უსმანს და მის აგენტებს კლუბში არსებული ფინანსური სირთულეების შესახებ ამცნო. მიუხედავად ამისა, კლუბს ტორესის ტრანსფერისთვის საჭირო თანხა აღმოაჩნდა.

დემბელეს წარმომადგენლების აზრით, მათ კლიენტს უფრო ნაკლებად აფასებენ, ვიდრე ახალწვეულს.

მიმდინარე სეზონში ფრანგმა სუპერვარსკვლავმა "ბარსელონას" რიგებში ყველა ტურნირზე ერთად 8 მატჩი ჩაატარა და 2 საგოლე პასი გააკეთა.