3 ტოპ ფეხბურთელი, რომელთა ზაფხულში გაშვებითაც რეალი დაახლოებით 60 მლნ ევროს დაზოგავს
"რეალის" ფეხბურთელებმა, გარეტ ბეილმა, ისკომ და მარსელომ ზაფხულში შესაძლოა მადრიდული გრანდი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვონ.
აღნიშნულ ინფორმაციას ავტორიტეტული ესპანური გამოცემა AS-ი ავრცელებს.
ასე და ამგვარად, როგორც იწერება, თუ ზემოთნახსენებ მოთამაშეებთან კონტრაქტი არ გახანგრძლივდება, "სამეფო კლუბი" დაახლოებით 60 მილიონ ევროს დაზოგავს - იმდენს, რამდენსაც ამჟამად მათ ხელფასებში ხარჯავს.
ბეილს "რეალი" წლიურად დაახლოებით 30 მილიონს უხდის, ისკოს - 14 მილიონს, ხოლო მარსელოს - 16 მილიონს. აღნიშნული თანხა ახალი ფეხბურთელების დამატებას მოხმარდება.
მიმდინარე სეზონში 32 წლის უელსელმა "ბლანკოსის" რიგებში 3 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა, 29 წლის ესპანელმა 8 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, მანაც ერთხელ აიღო მეტოქის კარი, ხოლო 33 წლის ბრაზილიელი მინდორზე 6-ჯერ მოგვევლინა.