ბაიერნმა გუნდში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა დაადასტურა
„ბაიერნმა“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე კოვიდ19-ის ორი ახალი შემთხვევა დაადასტურა.
ვირუსი გუნდის ორ ფეხბურთელს, ლუკას ერნანდესს და ტანგი ნიენზუ კუასის დაუდასტურდათ. როგორც ცნობილია, ერნანდესს კორონავირუსი მალდივებზე დასვენების დროს შეეყარა, ორივე ფეხბურთელი თვითიზოლაციაში გადავიდა.
გარდა ამისა, არის ეჭვები, რომ კოვიდ19 აქვთ ლეროი სანეს, იოსიპ სტანიშიჩს და დაიო უპამეკანოსაც, მათი ტესტების ზუსტი პასუხი ჯერ უცნობია.
შეგახსენებთ, რომ აქამდე ვირუსი ოფიციალურად დაუდასტურდათ მანუელ ნოიერს, კინგსლი კომანს, კორენტინ ტოლისოს და ომარ რიჩარდს. ასევე, დაინფიცირდა მთავარი მწვრთნელის თანაშემწე დინო ტოპმიოლერიც.
„ბაიერნი“ ბუნდესლიგაში 17 მატჩის შემდეგ 43 ქულით ლიდერობს და უახლოეს მდევარ „დორტმუნდს“ 9 ქულით უსწრებს.