ავტორიზაცია

რუდიგერის გარდა, ჩელსის ახალ კონტრაქტზე უარს სხვა ცენტრალური მცველიც ეუბნება - ბარსელონა და მილანი მსურველები არიან

რუდიგერის გარდა, ჩელსის ახალ კონტრაქტზე უარს სხვა ცენტრალური მცველიც ეუბნება - ბარსელონა და მილანი მსურველები არიან
თარიღი 03 Jan 2022, 23:07

„ჩელსიმ“ მიმდინარე წლის ზაფხულში შესაძლოა ერთბაშად ორი ცენტრალური მცველი დაკარგოს.

როგორც ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო იტყობინება, გუნდთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარს ანტონიო რუდიგერის გარდა, ანდრეას კრისტენსენიც ამბობს.

რამდენიმე კვირის წინ, „ლურჯებმა“ დანიელ მცველთან ახალი 4-წლიანი კონტრაქტი შეათანხმეს, თუმცა ფეხბურთელმა მასზე ხელისმოწერა უკანასკნელ მომენტში გადაიფიქრა და სხვა ვარიანტების განხილვას შეუდგა.

კრისტენსენი მსურველების ნაკლებობას ნამდვილად არ განიცდის - მისი გადაბირებით „ბარსელონა“ და „მილანი“ ინტერესდებიან, რომლებსაც ფეხბურთელის დამატება სრულიად უფასოდ სურთ, მას შემდეგ რაც გუნდთან კონტრაქტი ამოეწურა.

ამ ეტაპზე „ჩელსი“ აქტიურად ცდილობს ანტონიო რუდიგერთან გაახანგრძლივოს კონტრაქტი, რომლითაც „რეალი“, „პსჟ“ და „ბაიერნი“ ინტერესდებიან.