ტუხელი: "ლუკაკუს ინტერვიუმ ხმაური შექმნა, მაგრამ მისი ერთგულება ეჭვებს არ იწვევს"
„ჩელსის“ მწვრთნელმა თომას ტუხელმა რომელუ ლუკაკუს რეზონანსულ ინტერვიუზე ისაუბრა.
ბელგიელმა თავდამსხმელმა მწვრთნელით უკმაყოფილება და „ინტერიდან“ წასვლის სინანული გამოთქვა, რის გამოც „ლივერპულთან“ მატჩის განაცხადში ვერ მოხვდა.
„ლუკაკუს ერთგულება არანაირ ეჭვებს არ იწვევს, რომელუს პრობლემა არასდროს არ შეუქმნია და გუნდის წინააღმდეგ ოდნავაც არასდროს წასულა.
ახლა ყველაფერი მას არ უნდა დავაბრალოთ და სიტუაციის ნეგატიურ მხარეშიც ის დავადანაშაულოთ. ინტერვიუმ ცოტა ხმაური შექმნა, მაგრამ მისი ერთგულება ეჭვგარეშეა.“ - ციტირებს გერმანელის სიტყვებს Mirror.
შეგახსენებთ, რომ ლუკაკუ „ჩელსიში“ გასულ ზაფხულს „ინტერიდან“ 115 მლნ ევროდ გადავიდა.