კარაგერი: "ლუკაკუმ იფიქრა ჩელსიში მე ვარ მთავარიო, რეალობა კი სულ სხვა აღმოჩნდა"
„ლივერპულის“ ყოფილმა მცველმა, ჯეიმი კარაგერმა, რომელუ ლუკაკუს თემაზე ისაუბრა.
ბელგიელმა ფორვარდმა იტალიურ პრესასთან რეზონანსული ინტერვიუ ჩაწერა, რომელშიც თომას ტუხელით უკმაყოფილება გამოთქვა და „ინტერიდან“ წასვლის სინანულიც დაამატა, რამაც პრესას სალაპარაკო გაუჩინა.
„ლუკაკუ ამას ყველა კლუბში აკეთებდა, სადაც ყოფილა. ის ინტერვიუში მორიდებული არ არის და პირდაპირ ამბობს, რომ არც ისე ბედნიერია. კარიერის მანძილზე მან ბევრ კლუბში ითამაშა. ეს ბიჭი ყველა გუნდში ბევრ გოლს იტანს, სადაც თამაშობს. თუმცა, გუნდიდან კარგი ურთიერთობის შენარჩუნებით მაინც არ მიდის. ყოველთვის არსებობს მცირე პრობლემები - მისი ინტერვიუ.
რომელუ ახლა „ინტერის“ გულშემატკივართა გულის შემობრუნებას ცდილობს, იმიტომ რომ ისინი მას ძალიან აკრიტიკებენ.
ის „ჩელსიში“ მოვიდა როგროც ფეხბურთელი, რომელსაც გუნდის ტიტულებამდე მიყვანა შეუძლია. სწორედ ეს აკლიათ მათ - კარგი თავდამსხმელი. რომელუმ სეზონი კარგად დაიწყო, შემდეგ კი ტრავმა მიიღო და „ჩელსი“ ცოტა უკეთ ათამაშდა და მის გარეშეც დაიწყო გოლების გატანა.
„ჩელსიში“ ბევრი დიდი ფეხბურთელია, თუმცა ლუკაკუმ იფიქრა: „აქ მე ვარ მთავარი“, რეალობა კი სხვანაირი აღმოჩნდა, როცა ის ტრავმის შემდეგ მოედანზე დაბრუნდა.“ - აღნიშნა ინგლისელმა.