ცივი უარი სიტისგან - ცნობილია მიზეზი, თუ რატომ დააგვიანა ბარსელონამ ტორესის ტრანსფერის დადასტურება
ცნობილი გახდა მიზეზი, რის გამოც „ბარსელონამ“ ფერან ტორესის ტრანსფერის ოფიციალურად დადასტურება ერთი დღით გადადო.
Cadena SER-ის ინფორმაციით, კატალონიური გუნდი ტრანსფერის გაოფიციალურებას 27 დეკემბერს აპირებდა. შემდეგ კი, „სიტისთან“ შეთანხმების მიღწევა სცადეს: მანჩესტერულ გუნდს ფერან ტორესი უკან უდნა დაებრუნებინა, თუ ფინანსური ფეირ-პლეის გამო, „ბარსელონა“ მის დარეგისტრირებას ვერ მოახერხებდა. თუმცა, „სიტისგან“ უარი მიიღო.
დაყოვნების კიდევ ერთი მიზეზი ის გახდა, რომ „ბარსელონას“ „სიტის“ ვალი აქვს 1.5 მილიონი ევროს სახით, დენის სუარესის ტრანსფერის გამო, რომელიც 2013 წელს შედგა, მაგრამ ექს-პრეზიდენტმა ხოსეპ ბართომეუმ ამ ფულის გადარიცხვაზე უარი თქვა.
ინგლისურმა გუნდმა „ბარსელონას“ ეს შეახსენა და კატალონიელებს ამ თანხის გადახდაზე დათანხმება მოუწია, იქამდე, სანამ „სიტი“ ფერანის ტრანსფერს თავისი მხრიდანაც დააკმაყოფილებდა.