ავტორიზაცია

"საჩემპიონო რბოლა მხოლოდ ერთ შემთხვევაში დარჩება ცოცხალი", - ალექსანდერ-არნოლდი ლივერპულის შანსებზე

"საჩემპიონო რბოლა მხოლოდ ერთ შემთხვევაში დარჩება ცოცხალი", - ალექსანდერ-არნოლდი ლივერპულის შანსებზე
თარიღი 05 იან 2022, 12:01

ტრენტ ალექსანდერ-არნოლდმა გააზიარა თავისი მოსაზრებები პრემიერ ლიგის ტიტულის მოგების შესახებ. "ლივერპული" ამ დროისთვის 11 ქულით ჩამორჩება "მანჩესტერ სიტის".

"ნამდვილად ბევრი რამის გაკეთება არ შეგვიძლია, გარდა იმისა, რომ სეზონის დასრულებამდე რაც შეიძლება მეტი მატჩის მოგება ვცადოთ. გზის მხოლოდ ნახევარი გავიარეთ.

სეზონის დარჩენილ ნაწილში ბევრი რამ შეიძლება მოხდეს. ჩვენ ვცდილობთ კონცენტრირება მოვახდინოთ საკუთარ თავზე, მაქსიმალურად ახლოს ვიყოთ მათთან, მაგრამ ეს რთული იქნება.

ჩვენ გვჭირდება, რომ სხვა გუნდებმა შეძლონ მანჩესტერ სიტის დამარცხება. მთავარია, რომ ქულების დაკარგვის შემთხვევაში, ჩვენ მზად ვართ აღმოვფხვრათ სხვაობა", - განაცხადა ალექსანდერ-არნოლდმა.