ავტორიზაცია

ლივერპულის სატრანსფერო სიაში ორი ვინგერია - რომანო

ლივერპულის სატრანსფერო სიაში ორი ვინგერია - რომანო
თარიღი 04 Jan 2022, 15:53

ინსაიდერმა ფაბრიციო რომანომ იანვარში "ლივერპულის" სატრანსფერო გეგმებზე ისაუბრა. "მათ არ სურთ მოთამაშის შეძენა მხოლოდ ექვსი თვის ან სამი ან ოთხი თამაშით, მაშინ როცა მო სალაჰი და სადიო მანე აფრიკის თასზე წავლენ.

ისინი რაღაცას გააკეთებენ, თუ იპოვიან ისეთ ვარიანტს, როგორიც არის დიოგუ ჟოტა - მოთამაშე კარგ ფასად, ყოველგვარი გიჟური თანხების გარეშე და იურგენ კლოპის იდეების შესაბამისი უნარებით.

თუ ისინი იპოვიან ასეთ შესაძლებლობას, აუცილებლად გამოიყენებენ. ასეთ ფეხბურთელს ლივერპული სატრანსფერო ბაზარზე ეძებს, ფლანგი პრიორიტეტული ვარიანტია.

მათ მოსწონთ ისეთი ფეხბურთელები, როგორიც არის რაფინია ლიდსიდან ან დანჟუმი ვილიარეალიდან, მაგრამ იანვარში მათთან გაფორმება ძალიან რთული იქნება.

ლივერპული გასულ ზაფხულს ძალიან პრაგმატული იყო. მათ თვალი დაადგეს იბრაჰიმ კონატეს და შემდეგ თქვეს, რომ თუ ეს შესაძლებელია, ვეინალდუმის ან შაქირის შემცვლელს იპოვიან.

გიჟური ფასების გათვალისწინებით, მათ გადაწყვიტეს სეზონის დაწყება იგივე შემადგენლობით. ასე რომ, არ გამიკვირდება, თუ იგივეს გააკეთებენ იანვარშიც, მაგრამ ისინი ბაზარს კვლავ სწავლობენ", - განაცხადა რომანომ.