"ლივერპული სიტის ჩამოუვარდება ერთ კომპონენტში, რომელიც ჩემპიონობის ბედს წყვეტს", - კარაგერი
"ლივერპულის" ყოფილმა ცენტრალურმა მცველმა, ჯეიმი კარაგერმა "ჩელსისთან" ფრედ (2-2) ნათამაშებ მატჩზე ისაუბრა, თუ რატომ ვერ მოიგებს იურგენ კლოპის გუნდი პრემიერ ლიგას ამ სეზონში.
"ლივერპული მიმდინარე სეზონში 17-ჯერ იგებდა მატჩის მსვლელობისას, ისევე როგორც მანჩესტერ სიტი. მანჩესტერ სიტიმ ყველა ეს მატჩი მოიგო, ლივერპულმა კი მხოლოდ 12.
ლივერპულს ამ სეზონში თამაშის კონტროლი აკლია. ეს დღეს ჩელსისთან მატჩში ვნახეთ. თამაშის თვალსაზრისით, ეს საუკეთესო თამაშია, რაც მინახავს სეზონში, მაგრამ ლივერპულის თასის მოგების შანსების თვალსაზრისით, ეს ძვირად დაუჯდება.
ბოლო ხუთი შემთხვევიდან, როცა ისინი იყვნენ წინ, მხოლოდ ერთი მატჩი დასრულდა მათი მოგებით. და ეს არის განსხვავება ლივერპულსა და მანჩესტერ სიტის შორის", - განაცხადა კარაგერმა. "ლივერპული" 42 ქულით მე-3 ადგილზეა და 11 ქულით ჩამორჩება ლიდერ "სიტის".
VIDEO: წლის დაწყებაც ასეთი უნდა - ჩელსი და ლივერპული სტემფორდ ბრიჯზე უხვგოლიან მატჩში დაზავდნენ