ავტორიზაცია

ელიგა გამორჩეულმა ლეგიონერმა დატოვა - საბურთალოს ფეხბურთელი უკრაინაში წავიდა

ელიგა გამორჩეულმა ლეგიონერმა დატოვა - საბურთალოს ფეხბურთელი უკრაინაში წავიდა
თარიღი 05 Jan 2022, 14:32

24 წლის მოლდოველი ნახევარმცველი დმიტრი მანდრიჩენკო კარიერას უკრაინის ჩემპიონატში გააგრძელებს.

მანდრიჩენკოს ახალი გუნდი ინჰულეცი იქნება. ამის შესახებ უკვე გუნდის ოფიციალურმა ვებგვერდმა გამოაცხადა.

დმიტრი მანდრიჩენკომ საბურთალო უფასოდ, ყველანაირი თანხის სანაცვლოდ დატოვა. 2021 წელს იგი ეროვნული ლიგის გამორჩეული ლეგიონერი იყო: 33 მატჩში 9 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა.

მანდრიჩენკოს წასვლის მიუხედავად, საბურთალომ ახალი სეზონისთვის 8 ახალი ფეხბურთელი დაიმატა.