3 ტრანსფერი ლოკომოტივიდან - საბურთალო ახალი სეზონისთვის ემზადება

საქართველოს თასის მფლობელი საბურთალო ეროვნული ლიგის ახალი სეზონისთვის მზადებას სერიოზულად განაგრძობს.
ლევან კორღალიძის შემადგენლობა 2022 წლის სეზონისთვის 8 ახალი ფეხბურთელით გაძლიერდა.
გუნდში დაბრუნდნენ ყოფილი საბურთალოელები: მარჯვენა მცველი ნოდარ იაშვილი(დინამო თბილისი) და ნახევარმცველი ლაშა შინდაგორიძე(დინამო ბათუმი) კვლავ დედაქალაქურ გუნდში ითამაშებენ.
დინამო თბილისიდან ლევან კორღალიძემ კიდევ 2 ფეხბურთელი წამოიყვანა. ნახევარმცველებმა: ნოდარ ქავთარაძემ და ბაქარ ქარდავამ საბურთალოსთან გააფორმეს კონტრაქტი.
2021 წლის სეზონის ეროვნული ლიგა 2-ის ერთ-ერთი საუკეთესო მცველი გია ჩადუნელი საბურთალოს დაცვის ხაზს გაამაგრებს.
მოგეხსენებათ, მთავრობის მიერ აზარტული თამაშების შესახებ მიღებული რეგულაციების გამო დაიშალა ეროვნული ლიგის ერთ-ერთი გამორჩეული გუნდი ლოკომოტივი, რომელიც ფეხბურთელთა 90%-მა დატოვა. საბურთალომ აღნიშნული სიტუაცია კარგად გამოიყენა და "რკინიგზელთაგან" 3 ფეხბურთელი წამოიყვანა.
მარცხენა მცველი დავით უბილავა, ცენტრალური მცველი ალექსანდრე გურეშიძე და თავდამსხმელი ირაკლი სიხარულიძე "საბურთალოში" ითამაშებენ.
შეგახსენებთ, რომ 2022 წლის ზაფხულში საბურთალო საქართველოს სახელით კონფერენს ლიგაზე ითამაშებს.