ავტორიზაცია

ოფიციალურად - ვალენსიამ გიორგი მამარდაშვილი გამოისყიდა

ოფიციალურად - ვალენსიამ გიორგი მამარდაშვილი გამოისყიდა
თარიღი 31 Dec 2021, 22:13

საქართველოს ნაკრების 21 წლის მეკარე გიორგი მამარდაშვილი ვალენსიას სრულფასოვანი წევრი გახდა.

ამის შესახებ ესპანური გუნდის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება და წერენ, რომ ვალენსიამ გამოსყიდვის პუნქტი ვადაზე ადრე აამოქმედა.

როგორც ცნობილია, "ღამურებისგან" თბილისური გუნდი 1 მილიონ ევროს მიიღებს. ფეხბურთელსა და კლუბს შორის ხელშეკრულება 2024 წლის ზაფხულის ჩათვლით გაფორმდა.

ვალენსიამ ახალგაზრდა ქართველი 2021 წლის ზაფხულში იჯარით დინამო თბილისიდან წაიყვანა. ამ დროის განმავლობაში მამარდაშვილმა ესპანელთა მაისურით 6 ოფიციალურ მატჩშიც მიიღო მონაწილეობა.