წიტაიშვილის ჩერნომორეციდან წასვლა ახლოვდება - როდის გაირკვევა ქართველის მომავალი?
Meta-ratings-ის ცნობით, კიევის "დინამოს" საკუთრებაში მყოფი გარემარბი, გიორგი წიტაიშვილი ოდესის "ჩერნომორეციდან" თავის დაღწევასთან ძალიან ახლოს არის.
საქმე ისაა, რომ უკრაინულ კლუბს შეეცვალა მთავარი მწვრთნელი და მალე მოვა ახალი მფლობელიც, რომელმაც კარდინალური ცვლილებები ცოტა ხნის დაანონსა კიდეც.
"ზღვისპირელები" დაემშვიდობებიან იმ ფეხბურთელების უმეტესობას, რომლებიც უკრაინული ფეხბურთის ფლანგმანიდან განათხოვრების წესით არიან გადმოსულები.
მათ რიცხვში არის ახალგაზრდა ქართველი ვინგერიც, რომლის სახელს უკავშირებენ ბუქარესტის "დინამოს", კრაკოვის "ვისლას", ბრატისლავას "სლოვანსა" და "ფეჰერვარს".
"თეთრ-ლურჯების" ფლანგელის მომავალი საბოლოოდ გადაწყდება 10 იანვარს, როდესაც შვებულებიდან მირჩა ლუჩესკუ და იგორ სურკისი დაბრუნდებიან. ვნახოთ, სად აღმოჩდნება 21-წლის შემტევი.