ავტორიზაცია

წიტაიშვილის კარიერის გაგრძელების ახალი ვარიანტი - რუმინეთი, ლუჩესკუს ყოფილი გუნდი

წიტაიშვილის კარიერის გაგრძელების ახალი ვარიანტი - რუმინეთი, ლუჩესკუს ყოფილი გუნდი
თარიღი 29 დეკ 2021, 10:59

კიევის "დინამოსა" და ბუქარესტის "დინამოს" შორის მალე დაიწყება თანამშრომლობის ახალი ეტაპი. ამის ინიციატორი არის მირჩა ლუჩესკუ, რომელსაც სურს ყოფილი გუნდისთვის დახმარების ხელის გაწევა.

რას გულისხმობს აღნიშნული ნაბიჯი? უკრაინული ფეხბურთის ფლანგმანი რთულ მდგომარეობაში მყოფ "ძაღლებს" დაეხმარება თავის საკუთრებაში მყოფი მოთამაშეებით, იჯარით აყვანის პრინციპით.

Digisport-ი წერს, რომ ერთ-ერთი ფეხბურთელი, რომელიც "თეთრ-ლურჯებიდან" ფლავიუს სტოიკანის გუნდში გადავა, შესაძლოა იყოს ოდესის "ჩერნომორეცის" გარემარბი, გიორგი წიტაიშვილი.

"დინამო განათხოვრების წესით აპირებს 12 ფეხბურთელის გაშვებას. სიაში არის წიტაიშვილიც, რომელიც აღნიშნული ჩამონათვალიდან ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშეა.

მისი სატრანსფერო ფასი ერთი მილიონი ევროა. იყო დრო, როდესაც გიორგის გუნდის ამომავალ ვარსკვლავად ხედავდნენ, მაგრამ არასტაბილურობამ მისი პროგრესი შეაჩერა.

მიუხედავად ამისა, ქართველი გარემარბის დინამოში გადმოსვლა გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რადგან ეჭვგარეშეა, რომ ის მაღალი დონის მოთამაშეა", - წერს უკრაინული გამოცემა.