ავტორიზაცია

წიტაიშვილს სატრანსფერო ბაზარზე 3 მსურველი ჰყავს

წიტაიშვილს სატრანსფერო ბაზარზე 3 მსურველი ჰყავს
თარიღი 22 Dec 2021, 23:17

Nso.hu წერს, რომ ოდესის "ჩერნომორეცის" გარემარბს, გიორგი წიტაიშვილს იანვრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში სამი საკმაოდ რეალური მსურველი ეყოლება.

ბრატისლავას "სლოვანის" ქართველი ვინგერის მიმართ ინტერესის შესახებ უკვე დაიწერა - გუნდის მთავარი მწვრთნელი, ვლადიმირ ვაისი ტრანსფერით პირადად არის დაინტერესებული.

შეგახსენებთ, რომ სლოვაკურ კლუბში უკვე თამაშობს საქართველოს ეროვნული ნაკრების ორი ფეხბურთელი - ჯაბა კანკავა და გურამ კაშია. რაც შეეხება დანარჩენ ორ კლუბს:

საუბარია კრაკოვის "ვისლასა" და "ფეჰერვარის" შესახებ. აღსანიშნავია, რომ სეკეშფეჰერვარელებმა კიევის "დინამოს" საკუთრებაში მყოფი ფლანგელის ტრანსფერზე კომენტარი არ გააკეთეს.

რაც შეეხება პოლონელთა ინტერესს, ადგილობრივ პრესაში უკრაინული გუნდის შვიდიანის შესახებ რამდენიმე დღის წინ დაიწერა. ვნახოთ, სად აღმოჩნდება 21-წლის შემტევი.