ავტორიზაცია

"წიტაიშვილი იმსახურებს სლოვანზე უკეთეს ვარიანტს, თუნდაც დინამო კიევში დაბრუნებას", - უკრაინელი ჟურნალისტი

"წიტაიშვილი იმსახურებს სლოვანზე უკეთეს ვარიანტს, თუნდაც დინამო კიევში დაბრუნებას", - უკრაინელი ჟურნალისტი
თარიღი 28 დეკ 2021, 13:54

სპორტულმა ჟურნალისტმა, იგორ ციგანიკმა ოდესის "ჩერნომორეცის" გარემარბის, გიორგი წიტაიშვილის მომავლის შესახებ საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა:

"ვფიქრობ, წიტაიშვილი სლოვანში გადასვლაზე უკეთეს ვარიანტს იმსახურებს. მას არ გაუმართლა, როდესაც ვორსკლაში თამაშის პერიოდში საკმაოდ მძიმე ტრავმა მიიღო.

არ მჯერა, რომ ლუჩესკუმ გიორგის შესახებ დაივიწყა. მას შეუძლია მატჩის ბედის შეცვლა. კი ბატონო, სადღაც რაღაც არ გამოუვიდა, მაგრამ ქართველი გარემარბი  ახალგაზრდა მოთამაშეა და მას აქვს დრო საიმისოდ, რათა თავი წარმოაჩინოს.

არ ვარ დარწმუნებული, რომ დინამო თავის საკუთრებაში მყოფ ვინგერს ახლა გაუშვებს. მისი კლასი და კვალიფიკაცია გაცილებით მაღალია, ვიდრე ბრატისლავური კლუბი.

ჩერნომორეცის შვიდიანი კარგი ვარიანტია გერმანული, ბელგიური და ნიდერლანდული ფეხბურთისთვის. შესაძლოა, მას თავადაც სურს ამჟამინდელი გარემოდან თავის დაღწევა.

მგონია, რომ 21-წლის ფლანგელი ზამთრის შეკრებაზე კიეველებთან ერთად წავა", - განაცხადა უკრაინელმა ჟურნალისტმა წიტაიშვილის შესახებ, რომლის სახელს სლოვაკების გარდა, "ვისლასა" და "ფეჰერვარს" უკავშირებენ.