ავტორიზაცია

ტრაბზონსპორმა აზაროვის ტრანსფერზე მუშაობა შეაჩერა - რა ვითარებაა ქართველის თავს?

ტრაბზონსპორმა აზაროვის ტრანსფერზე მუშაობა შეაჩერა - რა ვითარებაა ქართველის თავს?
თარიღი 05 იან 2022, 18:21

ბათუმის დინამოს მცველის ირაკლი აზაროვის ტრანსფერი შესაძლოა თურქულ ტრაბზონსპორში აღარ შედგეს.

ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მხარე ასახელებს და წერენ, რომ მიზეზი ბათუმის დინამოს მხრიდან მოლაპარაკებების პროცესის ბოლო ეტაპზე შეცვლილი პირობებია.

"ამ მომენტისთვის ტრაბზონსპორმა ირაკლი აზაროვის ტრანსფერზე მუშაობა შეაჩერა, თურქულმა კლუბმა მარცხენა მცველის პოზიციაზე 2 ახალი ფეხბურთელი შეარჩია. 

ირაკლი აზაროვი თავის წარმომადგენლებთან ერთად ტრაბზონში თურქული გუნდის წარმომადგენლებს შეხვდა და ტრანსფერი დახურვასთან ახლოს იყო, თუმცა ფეხბურთელის მხარემ ბოლო მომენტში მათთვის სასურველი სატრანსფერო თანხა გაზარდა," - წერს თურქული გამოცემა Fanatik.

2021 წელი ირაკლი აზაროვისთვის წარმატებული იყო. 19 წლის მცველმა ბათუმის დინამოსთან ერთად 42 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 4 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი გააკეთა. ამასთანავე, დებიუტი ჰქონდა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში.

ირაკლი აზაროვი 2021 წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დასახელდა და გახდა ეროვნული ლიგის სეზონის საუკეთესო მცველი.