ბრძოლა რუდიგერისთვის — 4 გრანდი, რომელიც ჩელსის მცველთან მოლაპარაკებებს აწარმოებს
"ჩელსის" ცენტრალურმა მცველმა, ანტონიო რუდიგერმა ზაფხულში შესაძლოა ლონდონური კლუბი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვოს.
როგორც ავტორიტეტული გამოცემა Sky Sports-ი იტყობინება, "რეალმა", "პსჟ"-მ, "ბაიერნმა" და "იუვენტუსმა"გერმანელი ფეხბურთელის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებები დაიწყეს.
მიუხედავად ამისა, არ არის გამორიცხული, რომ 28 წლის უკანახაზელმა "არისტოკრატებთან" ახალ ხელშეკრულებას მოაწეროს ხელი.
მოგეხსენებათ, რუდიგერს "ჩელსისთან", სადაც 2017 წლიდან ირიცხება, მოქმედი ხელშეკრულების ვადა მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ეწურება.
მიმდინარე სეზონში გერმანელმა მცველმა ყველა ტურნირზე ერთად ლონდონელთა მაისურით 26 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და 4 შედეგიანი პასი გააკეთა.