ავტორიზაცია

"უდიდესი შეცდომა დავუშვი", - ბაიერნის ექს-პრეზიდენტი ციხეში გატარებულ პერიოდზე ალაპარაკდა

"უდიდესი შეცდომა დავუშვი", - ბაიერნის ექს-პრეზიდენტი ციხეში გატარებულ პერიოდზე ალაპარაკდა
თარიღი 05 Jan 2022, 21:16

"ბაიერნის" ყოფილმა პრეზიდენტმა, ული ჰიონესმა გადასახადებისგან თავის არიდების გამო ციხეში გატარებული პერიოდი გაიხსენა.

– არსებობს რაიმე, რის წაშლასაც ისურვებდით თქვენი რეზიუმედან? მაგალითად, პატიმრობას გადასახადების თავიდან არიდების გამო?

"ეს რეპუტაციის ლაქაა, რაზეც მე ვარ პასუხისმგებელი. უდიდესი შეცდომა დავუშვი".

"მაგრამ პატივს მცემდნენ, ისინიც კი, ვინც მაკრიტიკებდა, იმისათვის, რომ ჩემი ადვოკატების რჩევის საწინააღმდეგოდ საჩივარი არ შევიტანე. ამას შეიძლებოდა წლები დასჭირვებოდა. მაგრამ განაჩენის გამოტანის ღამეს ოჯახთან ერთად გადავწყვიტე ციხეში ჩაჯდომა".

"იქ გატარებულმა დრომ ჩემზე დიდი გავლენა მოახდინა და ვფიქრობ, ამან უფრო ძლიერი გამხადა", - ციტირებს ჰიონესის სიტყვებს Sky.

მოგეხსენებათ, ულის 2014 წელს გადასახადებისგან თავის არიდებასთან დაკავშირებით (საუბარია 28,5 მილიონ ევროზე) ბრალი წაუყენეს და დანაშაული აღიარა. შედეგად, "რეკორდმაისტერის" ექს-პრეზიდენტს მარტში 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. 2016 წლის თებერვალში ჰიონესი ვადაზე ადრე გაათავისუფლეს, მან სასჯელის ნახევარი მოიხადა.