ავტორიზაცია

ჰიონესი: "ლაიფციგს ნაგელსმანი წავართვით? იგივე გაგვიკეთა გერმანიის ფეხბურთის ფედერაციამ ფლიკის წაყვანით"

ჰიონესი: "ლაიფციგს ნაგელსმანი წავართვით? იგივე გაგვიკეთა გერმანიის ფეხბურთის ფედერაციამ ფლიკის წაყვანით"
თარიღი 04 Jan 2022, 11:21

მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილმა პრეზიდენტმა, ული ჰიონესმა გაიხსენა მომენტი, როდესაც ჰანს-დიტერ ფლიკი წავიდა გერმანიის ეროვნულ ნაკრებში, მის ნაცვლად კი იულიან ნაგელსმანი მოვიდა.

"ნაგელსმანი ყოველი ევრო ღირს, რომელიც მასში გადავიხადეთ. ამავდროულად, მიუნხენის ბაიერნი და გერმანიის ფეხბურთის ასოციაცია შეთანხმდნენ ჰანსი ფლიკის გადასვლაზე.

მე მწვრთნელების ტრანსფერების დიდი ფანი არ ვარ. ბაიერნს თავს დაესხნენ და ამის მიუხედავად, აქეთ დაადანაშაულეს ლაიფციგის მთავარი მწვრთნელის მოპარვაში.

ისიც შეგვიძლია ვთქვათ, რომ გერმანიის ფეხბურთის ასოციაციამ მწვრთნელი ჩვენგან წაიყვანა, არადა სწორედ მასაც ჰქონდა მოქმედი კონტრაქტი კლუბიდან წასვლამდე.

მე არასოდეს წამიკითხავს მათი მისამართით კრიტიკა. ასევე არასდროს წამიკითხავს ჰანსის კრიტიკა ბაიერნიდან საკუთარი ინიციატივით წასვლის გამო. აქ გამოიყენება ორმაგი სტანდარტები. სატრანსფერო ბაზარზე მწვრთნელებით მუდმივი ვაჭრობა არ უნდა იყოს ნორმა", - განაცხადა ჰიონესმა.

ბაიერნმა გუნდში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა დაადასტურა