ავტორიზაცია

კოუტინიო ბარსადან წასვლას დათანხმდება, თუმცა მხოლოდ ერთი პირობით — სად სურს თამაში ბრაზილიელს?

კოუტინიო ბარსადან წასვლას დათანხმდება, თუმცა მხოლოდ ერთი პირობით — სად სურს თამაში ბრაზილიელს?
თარიღი 05 იან 2022, 21:39

"ბარსელონას" შემტევი ნახევარმცველი, ფილიპე კოუტინიო მზად არის კატალონიური გრანდი დატოვოს, თუმცა მხოლოდ გარკვეული პირობებით.

როგორც ცნობილი ესპანური გამოცემა Diario Sport-ი წერს, ბრაზილიელი მხოლოდ პრემიერ ლიგის ან სერია ა-ს კლუბში გადასვლას დათანხმდება. იგი ფულის გამო ეგზოტიკურ ლიგებში წასვლას არ აპირებს.

გავრცელებული ცნობით, იტალიიდან მხოლოდ "იუვენტუსს" შეუძლია 29 წლის სამხრეთამერიკელისთვის იმხელა ხელფასის გადახდა, რამდენსაც იგი "ბარსაში" გამოიმუშავებს, მაგრამ ტურინული გრანდი მისდამი ინტერესს არ იჩენს.

მოგეხსენებათ, კოუტინიო "ბლაუგრანას" 2018 წლის იანვარში "ლივერპულიდან" 135 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა.

მიმდინარე სეზონში ფილიპემ "ლურჯ-ბროწეულისფერთა" მაისურით ყველა ტურნირზე ერთად 16 მატჩში მიიღო მონაწილეობა და ორი გოლი გაიტანა.