ავტორიზაცია

ჩელსის ყოფილი თავდამსხმელი: "ლუკაკუმ ტუხელის რეპუტაცია საჯაროდ შელახა"

ჩელსის ყოფილი თავდამსხმელი: "ლუკაკუმ ტუხელის რეპუტაცია საჯაროდ შელახა"
თარიღი 05 Jan 2022, 22:00

"ჩელსის" ყოფილმა ფეხბურთელმა, კრის სატონმა "არისტოკრატთა" თავდამსხმელი, რომელუ ლუკაკუ გააკრიტიკა, რომელმაც რამდენიმე დღის წინ გუნდში თავის როლთან დაკავშირებით სკანდალური ინტერვიუ ჩაწერა.

"რა აზრი ჰქონდა ამ ინტერვიუს, რომელმაც გასახდელში დაძაბული ატმოსფერო შექმნა?", - ციტირებს ვეტერანი ინგლისელის სიტყვებს BBC.

"ლუკაკუმ ტუხელის რეპუტაცია საჯაოდ შელახა. მწვრთნელმა რაღაც უნდა მოიმოქმედოს, რადგან ფეხბურთელთა პატივისცემას დაკარგავს, ეს თუ არ გააკეთა".

"რა იყო მოტივი? 19 წლის აღარ არის, ეს ბიჭი უკვე დიდი ხანია აქ არის. ვფიქრობდი, ამ სეზონში "ჩელსის" თამაშში ცვლილებას შეიტანდა. ეს აფეთქება არ გახლავთ, მაგრამ ლუკაკუმ თქვა, რომ "ჩელსიში" ბედნიერი არ არის. ამას მხოლოდ ატმოსფეროს გაფუჭება შეუძლია".

"ლუკაკუ წინდახედულად მოიქცა. ამ ბიჭს დიდი ეგო აქვს, სერიოზულ რეპუტაციასთან ერთად. ამის საჭიროება არ არსებობდა. ნებისმიერ ქმედებას მოჰყვება თავისი შედეგი", - დასძინა სატონმა.