ავტორიზაცია

"ვწუხვარ რომ გაგანაწყენეთ", - ლუკაკუმ საჯაროდ ბოდიში მოიხადა

"ვწუხვარ რომ გაგანაწყენეთ", - ლუკაკუმ საჯაროდ ბოდიში მოიხადა
თარიღი 05 Jan 2022, 17:25

„ჩელსის“ თავდამსხმელმა, რომელუ ლუკაკუმ, საჯარო ბოდიში მოიხადა იმ ინტერვიუს გამო, რომელიც იტალიურ პრესასთან ჩაწერა.

ამ ინტერვიუში ბელგიელმა თომას ტუხელის სათამაშო ტაქტიკა დააყენა ეჭვქვეშ და „ინტერიდან“ წასვლით გამოწვეული იმედგაცრუებაც გამოთქვა. მისმა სიტყვებმა ინგლისში ხმაური გამოიწვია.

„ძვირფასო გულშემატკივრებო, ძალიან ვწუხვარ რომ ჩემი ინტერვიუთი გაგანაწყენეთ. თქვენ იცით, რომ ბავშვობიდან ჩვენს კლუბთან ვარ დაკავშირებული და მესმის, რომ გულდაწყვეტილები ხართ. ახლა ყველაფერი უნდა გავაკეთო თქვენი ნდობის დასაბრუნებლად. არაფერს დავიშურებ, რომ კლუბისადმი ერთგულება დაგანახოთ.

ვარჯიშებზე ვმუშაობ და მატჩების დროსაც ბოლომდე ვიხარჯები. 

ასევე, ბოდისს ვუხდი მწვრთნელს და პარტნიორებს, რადგან მიმაჩნია, რომ ჩემი კომენტარები უდროო დროს გამოქვეყნდა. ვისურვებდი, რომ ეს ისტორია წარსულს ჩაბარდეს და ერთად ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ გამარჯვების გზას დავუბრუნდეთ, მე კი ჩემი თამაშით კვლავ გაგახაროთ.“ - აღნიშნა ლუკაკუმ.