ავტორიზაცია

ჰოლანდი არჩევანს იანვრის ბოლოს გააკეთებს — ბრძოლაში ფავორიტად ორი კლუბი მოიაზრება

ჰოლანდი არჩევანს იანვრის ბოლოს გააკეთებს — ბრძოლაში ფავორიტად ორი კლუბი მოიაზრება
თარიღი 05 Jan 2022, 22:34

"დორტმუნდის" ფორვარდი, ერლინგ ჰოლანდი საკუთარ მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იანვრის ბოლოს მიღებს.

როგორც ავტორიტეტული ესპანური გამოცემა Marca იტყობინება, ამჟამად 21 წლის ნორვეგიელი არაფორმალურ მოლაპარაკებებს აწარმოებს იმ კლუბებთან, რომლებიც მისი ხელში ჩაგდებით ინტერესდებიან.

არსებული ცნობით, "ბარსელონას" წარმომადგენლები ბორუსიელთა სუპერვარსკვლავს მარბელიაზე შეხვდნენ, სადაც იგი შვებულებას ატარებს. "რეალიც" მუშაობს ერლინგის ტრანსფერზე.

მადრიდელებმაც და კატალონიელებმაც იციან, რომ ჰოლანდს ახალ კლუბთან შეთანხმება 31 იანვრისთვის სურს.

"ლურჯ-ბროწეულისფერთა" პრეზიდენტი, ჟოან ლაპორტა მზად არის ნორვეგიელის ტრანსფერის გამო ყველაფერზე წავიდეს. "ბარსა" სახელფასო ხარჯების შემსუბუქებას ცდილობს, მაგრამ ამჟამად კლუბს ფინანსური პრობლემები ჰოლანდის ტრანსფერზე ფიქრის საშუალებასაც კი არ აძლევს. "რეალის" ეკონომიკური მდგომარეობა იდეალურ მდგომარეობაშია.

მიმდინარე სეზონში ერლინგმა ყველა ტურნირზე ერთად "დორტმუნდის" რიგებში 16 მატჩი ჩაატარა, 19 გოლი გაიტანა და 4 შედეგიანი პასი გააკეთა.