ავტორიზაცია

კონკრეტული ციფრიც ცნობილია — ჩელსის ხელმძღვანელობა ლუკაკუს უზარმაზარ ჯარიმას დააკისრებს?

კონკრეტული ციფრიც ცნობილია — ჩელსის ხელმძღვანელობა ლუკაკუს უზარმაზარ ჯარიმას დააკისრებს?
თარიღი 05 Jan 2022, 22:50

"ჩელსის" ხელმძღვანელობა გუნდის თავდამსხმელს, რომელუ ლუკაკუს რამდენიმე დღის წინ ჩაწერილი სკანდალური ინტერვიუს გამო დასჯის.

ამ ინტერვიუში ბელგიელმა "არისტოკრატთა" მთავარი მწვრთნელის, ტომას ტუხელის სათამაშო ტაქტიკა ეჭვქვეშ დააყენა და "ინტერიდან" წასვლით გამოწვეული იმედგაცრუებაც გამოთქვა. მისმა სიტყვებმა ინგლისში ხმაური გამოიწვია.

ასე და ამგვარად, როგორც ბრიტანულ და იტალიურ მედიაში იწერება, ლონდონურმა კლუბმა შესაძლოა 28 წლის შემტევს დაახლოებით 600 ათას ევროიანი ჯარიმა დააკისროს.

შეგახსენებთ, ლუკაკუ "ჩელსიში" "ინტერიდან" გასულ ზაფხულს 115 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა. ლონდონში მისი სუფთა წლიური ხელფასი 12 მილიონს შეადგენს.

მიმდინარე სეზონში რომელუმ ყველა ტურნირზე ერთად "არისტოკრატთა" რიგებში 18 მატჩი ჩაატარა და 7 გოლი გაიტანა.