კოუტინიოს ბარსელონადან წასვლა ამ ზამთარსვე უნდა და სასურველი კლუბიც შეარჩია
"ბარსელონას" შემტევ ნახევარმცველს, ფილიპე კოუტინიოს ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე კატალონიური გრანდის დატოვება უნდა.
ბრაზილიელი აცნობიერებს, რომ რეგულარული სათამაშო პრაქტიკა სჭირდება, ყატარში გასამართი მოახლოებული მსოფლიო ჩემპიონატის ფონზე, წერენ ესპანელი ჟურნალისტები.
29 წლის სამხრეთამერიკელის გარემოცვა ორი წინადადების გარანტიას იძლევა - "ნიუკასლისა" და "არსენალის". თავად ფეხბურთელს ლონდონურ კლუბში გადასვლა ურჩევნია.
მოგეხსენებათ, კოუტინიო "ბლაუგრანას" 2018 წლის იანვარში "ლივერპულიდან" 135 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა და კლუბთან მოქმედი კონტრაქტის ვადა 2023 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.
მიმდინარე სეზონში ფილიპემ "ლურჯ-ბროწეულისფერთა" მაისურით ყველა ტურნირზე ერთად 16 მატჩში მიიღო მონაწილეობა და ორი გოლი გაიტანა.