ავტორიზაცია

არსებობს თუ არა დეპაის ბარსელონადან იუვენტუსში გადასვლის ალბათობა?

არსებობს თუ არა დეპაის ბარსელონადან იუვენტუსში გადასვლის ალბათობა?
თარიღი 06 იან 2022, 11:20

ბოლო დროს ალვარო მორატას ირგვლივ ჭორები გავრცელდა, რომელიც მას "ბარსელონას" უკავშირებს, თუმცა "იუვენტუსი" მზად არის გაუშვას ალვარო მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მის შემცვლელს იპოვის.

ტურინული კლუბი მზადაა მორატა მემფის დეპაიში გაცვალოს. "იუვე" ნიდერლანდელით "ლიონში" თამაშის დროსაც იყო დაინტერესებული, მაგრამ საბოლოოდ ის "ბარსაში" გადავიდა.

მიუხედავად იმისა, რომ "ბარსელონა" მზად იყო მემფისი დაეთმო მორატას სანაცვლოდ, თავად ფეხბურთელს არ სურს კატალონიის დატოვება, როგორც იტალიელი აგენტი ჯოვანი ბრანჩინი იტყობინება.

რაც იმას ნიშნავს, რომ ალვაროც ტურინში დარჩება. "როგორც გავიგე, ალვარო იუვეში დარჩება. დეპაის არ სურს იუვენტუსში ან ატლეტიკოში წასვლა. რაც შეეხება მორატას, მას მადრიდიდან მოშორებით უნდოდა თამაში.

შეეძლო ბარსაში წასვლა, მაგრამ იუვე მას შემცვლელის მოყვანის გარეშე არ გაუშვებს", - განუცხადა ბრანჩინიმ Calciomercato-ს დეპაი-მორატას შესაძლო ბარტერის შესახებ.

VIDEO: ქამბექი მეორე ტაიმში - ბარსელონამ მესამე დივიზიონის გუნდის ბარიერი გადალახა და თასის 1/8-ფინალში გავიდა