"კვარაცხელია რუბინს აუცილებლად დატოვებს, უბრალოდ საკითხავია, თუ რა დონის გუნდში გადავა ის", - Sport24
სპორტულმა ვებგვერდმა, Sport24-მა დაასახელა რუსეთის ჩემპიონატის ფეხბურთელები, რომლებისთვისაც გუნდის შეცვლის დრო მოვიდა. სტატიაში საუბარი ხვიჩა კვარაცხელიაზეც არის.
"კვარაცხელია რუბინიდან წასვლის ერთ-ერთი პირველი კანდიდატი ჯერ კიდევ გასულ წელს იყო და ახლაც ასეა, მაგრამ მისი ტრანსფერის გარემოებები მნიშვნელოვნად შეიცვალა.
ხვიჩა რუსეთის პრემიერ ლიგის ყველაზე კაშკაშა ფეხბურთელად ითვლებოდა და მიდიოდა საუბარი, რომ მისით წამყვანი ევროპული კლუბები ინტერესდებოდნენ, მისი გუნდი კი ევროთასებზე გამოდიოდა.
ახლა ყველაფერი გაცილებით სევდიანადაა. ყაზანელები კონფერენს ლიგაზეც კი ვერ გავიდნენ, რუსეთში დარჩენილი ქართველი გარემარბი კი აშკარა დეპრესიაშია.
ის დრიბლინგის მხრივ კვლავინდებურად რუსეთის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელთა შორისაა, მაგრამ სეზონის პირველ ნახევარში გატანილი ერთი გოლი უბრალოდ სამარცხვინოა.
რუსულ კლუბში ალბათ ხვდებიან, რომ თავიანთ ვინგერთან თანამშრომლობის გაგრძელება სარგებელს არც ერთ მხარეს მოუტანს. ასე რომ, დიდი ალბათობით, ზაფხულში 21-წლის ფლანგელი "წითელ-მწვანეებს" დატოვებს და ევროპას მიაშურებს.
საკითხავი კი ისაა, რა დონის კლუბში გადავა", - წერს Sport24 ლეონიდ სლუცკის გუნდის 21-ე ნომრის შესახებ, რომლის სახელს პრემიერ ლიგის კლუბებს უკავშირებენ.