ამ ზამთარს ტრანსფერი არ შედგება — მიზეზი, რის გამოც მბაპე რეალში გადასვლას ჯერ არ აპირებს
"პარი სენ ჟერმენი" თავდამსხმელ კილიან მბაპეს "რეალში" მიმდინარე ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე არ გაყიდის.
როგორც გავლენიანი ესპანური გამოცემა El Chiringuito იტყობინება, "სამეფო კლუბი" 23 წლის ფრანგი სუპერვარსკვლავის იანვარში დამატების შესაძლებლობას არც კი განიხილავს.
თავად კილიანიც არ აპირებს სეზონის ბოლომდე პარიზის დატოვებას, მისი მიზანი ჯერ "პსჟ"-სთან ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგებაა და მხოლოდ ამის შემდეგ მიაშურებს "რეალს".
აქამდე, იტალიელმა აგენტმა, ჯოვანი ბრანკინიმ განაცხადა, რომ მადრიდულმა გრანდმა მბაპეს ტრანსფერის თაობაზე პარიზელებს ახალი შეთავაზებით მიმართა.
"ახლა ყველაფერი "პსჟ"-ზეა დამოკიდებული, რადგან "რეალი" მბაპეს მიუბრუნდა და რამდენიმე დღის წინ 50 მილიონ ევროიანი შეთავაზება გააკეთა", - თქვა ბრანკინიმ.
მიმდინარე სეზონში მბაპემ ყველა ტურნირზე ერთად 25 მატჩი ჩაატარა, 18 გოლი გაიტანა და 15 შედეგიანი პასი გააკეთა.