ავტორიზაცია

პირველი ვლაჰოვიჩია — 2021 წელს ყველაზე გაძვირებულ ფეხბურთელთა TOP 10 Transfermarkt-ის ვერსიით

პირველი ვლაჰოვიჩია — 2021 წელს ყველაზე გაძვირებულ ფეხბურთელთა TOP 10 Transfermarkt-ის ვერსიით
თარიღი 06 Jan 2022, 22:29

Transfermarkt-მა იმ ფეხბურთელთა რეიტინგი შეადგინა, რომელთა სატრანსფერო ფასებიც 2021 წელს ყველაზე მეტად გაიზარდა.

ასე და ამგვარად, სიას სათავეში "ფიორენტინას" თავდამსხმელი, დუშან ვლაჰოვიჩი უდგას. სერბი 54 მილიონი ევროთი გაძვირდა და ახლა 70 მილიონი ღირს.

ტოპ ოთხეულში მოხვდნენ "დორტმუნდის" ფორვარდი, ერლინგ ჰოლანდი (+ 50 მლნ - 150 მლნ), "რეალის" გარემარბი, ვინისიუს ჟუნიორი (+ 50 მლნ - 100 მლნ) და "ბარსელონას" ნახევარმცველი, პედრი (+ 50 მლნ - 80 მლნ).

ათეულში ბოლო ადგილს "მანჩესტერ სიტის" შემტევი ნახევარმცველი, ჯეკ გრილიში, ვისი სატრანსფერო ფასიც 30 მილიონით გაიზარდა და ახლა 80 მილიონს შეადგენს.

ტოპ ათეული შემდეგნაირად გამოიყურება:

1. დუშან ვლაჰოვიჩი ("ფიორენტინა", + 54 მილიონი - 70 მლნ)

2. ერლინგ ჰოლანდი ("დორტმუნდი", + 50 მლნ - 150 მლნ)

3. ვინისიუს ჟუნიორი ("რეალი", + 50 მლნ - 100 მლნ)

4. პედრი ("ბარსელონა", + 50 მლნ - 80 მლნ)

5. ჯუდ ბელინგემი ("დორტმუნდი", + 48 მლნ - 75 მლნ)

6. ფლორიან ვირტცი ("ლევერკუზენი", + 46 მლნ - 70 მლნ)

7. ჯამალ მუსიალა ("ბაიერნი", + 45 მლნ - 55 მლნ)

8. გავი ("ბარსელონა", + 40 მლნ - 40 მლნ)

9. ემილ სმიტ-როუ ("არსენალი", + 35,3 მლნ - 38 მლნ)

10. ჯეკ გრილიში ("მანჩესტერ სიტი", + 30 მლნ - 80 მლნ).

"კვარაცხელია წინა სეზონის საკუთარი თავის აჩრდილს ჰგავს", - Transfermarkt-ი ხვიჩაზე წერს

TOP.GE