ავტორიზაცია

"კვარაცხელია წინა სეზონის საკუთარი თავის აჩრდილს ჰგავს", - Transfermarkt-ი ხვიჩაზე წერს

"კვარაცხელია წინა სეზონის საკუთარი თავის აჩრდილს ჰგავს", - Transfermarkt-ი ხვიჩაზე წერს
თარიღი 30 დეკ 2021, 12:10

Transfermarkt-მა რუსეთის პრემიერ ლიგაში მოთამაშე ფეხბურთელების სატრანსფერო ფასები განაახლა. ყაზანის "რუბინის" გარემარბი, ხვიჩა კვარაცხელია 18 მილიონი ევროდან 16 მილიონამდე გაიაფდა.

"კვარაცხელიას მოუწია ორი მილიონი ევროს ოდენობის გაიაფებასთან შეგუება. შარშან ჩატარებული გამორჩეული სეზონის შემდეგ, მიმდინარე გათამაშებაში ის წინა სეზონის საკუთარი თავის აჩრდილია.

ამის მიზეზი შესაძლოა ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე განვითარებული მოვლენები იყოს, როცა ხვიჩას უკეთეს ჩემპიონატში გადასვლასთან დაკავშირებით არ გაუმართლა.

მის სანაცვლოდ 20 მილიონი ევრო, რასაც რუბინი ითხოვდა, არავინ გადაიხადა. ქართველი გარემარბის განახლებული სატრანსფერო ღირებულება 16 მილიონ შეადგენს, რაც უფრო უკეთ შეესაბამება მის ამჟამინდელ ფორმას", - წერს Transfermarkt-ი.

შეგახსენებთ, რომ რუსული გუნდის ვინგერის პრემიერ ლიგაში გადასვლა კვლავ აქტუალური გახდა. 21-წლის ფლანგელის სახელს უკავშირებენ "ტოტენჰემს", "ვესტ ჰემს", "ევერტონს", "ლიდსს" და "საუთჰემპტონს".