კოუტინიო პრემიერ ლიგის კლუბში გადასვლასთან ახლოს არის — ბრაზილიური გამოცემა
პრემიერ ლიგის კლუბი "ბარსელონას" შემტევი ნახევარმცველის, ფილიპე კოუტინიოს ნახევარწლიან იჯარაზე აწარმოებს მოლაპარაკებებს.
როგორც ცნობილი ბრაზილიური გამოცემა Globo იტყობინება, 29 წლის ბრაზილიელი "ასტონ ვილაში" გადასვლასთანაა ახლოს.
კოუტინიო ბირმინგემელთა მთავარ მწვრთნელ სტივენ ჯერარდს ძალიან კარგად იცნობს, თავის დროზე ისინი "ლივერპულში" თამაშობდნენ ერთად.
მოგეხსენებათ, კოუტინიო "ბლაუგრანას" 2018 წლის იანვარში მერსისაიდელთა რიგებიდან 135 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა და კლუბთან მოქმედი კონტრაქტის ვადა 2023 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.
მიმდინარე სეზონში ფილიპემ "ლურჯ-ბროწეულისფერთა" მაისურით ყველა ტურნირზე ერთად 16 მატჩში მიიღო მონაწილეობა და ორი გოლი გაიტანა.