ავტორიზაცია

შემცვლელი ბარსელონაში შეარჩიეს — ბაიერნი კომანის წასვლისთვის ემზადება?

შემცვლელი ბარსელონაში შეარჩიეს — ბაიერნი კომანის წასვლისთვის ემზადება?
თარიღი 07 იან 2022, 01:12

მიუნხენის "ბაიერნის" ხელმძღვანელობა კატალონიის "ბარსელონას" შემტევი ნახევარმცველით, უსმან დემბელეთი ინტერესდება.

24 წლის ფრანგი "ლურჯ-ბროწეულისფრებს" ახალ კონტრაქტზე ვერ უთანხმდება და შესაძლოა ზაფხულში კლუბიდან უფასოდ წავიდეს.

როგორც ავტორიტეტული გამოცემა L’Équipe იტყობინება, "რეკორდმაისტერი" დემბელეს გადაბირებას იმ შემთხვევაში ეცდება, თუ სეზონის ბოლოს კლუბიდან კინგსლი კომანი წავა.

თავის მხრივ, 25 წლის ფრანგ შემტევს "ბაიერნთან" მოქმედი ხელშეკრულების ვადა 2023 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს და კლუბი მის მიერ წამოყენებულ პირობებზე წასვლას არ აპირებს, ყოველ შემთხვევაში ჯერ მაინც.

მიმდინარე სეზონში დემბელემ "ბარსას" მაისურით ყველა ტურნირზე ერთად 9 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 2 ასისტი მიითვალა, ხოლო კომანმა მიუნხენური გრანდის ღირსება 17 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, 5 ბურთი შეაგდო და 2 საგოლე გადაცემაც გააკეთა.