მბაპე: "დადგა დრო, პარი სენ ჟერმენმა ჩემპიონთა ლიგა მოიგოს"
"პარი სენ ჟერმენის" თავდამსხმელმა, კილიან მბაპემ მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგის მოგების სურვილი გამოთქვა.
მოგეხსენებათ, ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის 1/8 ფინალში პარიზელები "რეალს" დაუპირისპირდებიან.
"მზად უნდა ვიყოთ. დადგა დრო. ეს სეზონის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. რა თქმა უნდა, გვსურს წინ გადავდგათ ნაბიჯი".
"ორი წელია ფინალში და ნახევარფინალში გავდივართ. მაგრამ ახლა გამარჯვება გვწყურია", - ციტირებს მბაპეს სიტყვებს CNN.
მოგეხსენებათ, 23 წლის ფრანგ სუპერვარსკვლავს ზაფხულში "პსჟ"-სთან კონტრაქტის ვადა ეწურება და მისი ხელში ჩაგდების ფავორიტი სწორედ "რეალია".