ავტორიზაცია

"სოლსკიაერმა რონალდუს დამატებით შეცდომა დაუშვა", - ასტონ ვილას ყოფილი თავდამსხმელი

"სოლსკიაერმა რონალდუს დამატებით შეცდომა დაუშვა", - ასტონ ვილას ყოფილი თავდამსხმელი
თარიღი 07 იან 2022, 01:57

"ასტონ ვილას" ყოფილი ფორვარდი, გაბრიელ აგბონლაჰორი მიიჩნევს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" შემტევმა, კრიშტიანუ რონალდუმ ზაფხულში კლუბი უნდა დატოვოს.

"შეიძლება შეამჩნიეთ, როგორ შეიცვალა ფერნანდეშის როლი რონალდუს მოსვლის შემდეგ. იქამდე ბრუნო მთავარი ფეხბურთელი იყო. ახლა რონალდუა მთავარი".

"რონალდუ "ვულვერჰემპტონის" წინააღმდეგ კაპიტანი იყო. კრიშტიანუს მოსვლამდე მაგუაირის არყოფნისას კაპიტანი ფერნანდეში გახლდათ, ახლა კი თადარიგშია. დაძაბულობა გაჩნდა".

"თუ მთლიანად სიტუაციას შევხედავთ, სოლსკიაერი მიხვდება, რომ რონალდუს დამატებით შეცომა დაუშვა. მორჩა და გათავდა".

"დიახ, რონალდუ იტანს, მაგრამ ეს ის გოლებია, რომელსაც ამ პოზიციაზე გრინვუდი და რეშფორდიც გაიტანდნენ. ზაფხულში რონალდუს გავუშვებდი. დაე გრინვუდმა, სანჩომ და რეშფორდმა ითამაშონ ერთად", - ციტირებს აგბონლაჰორის სიტყვებს Football Insider.