ავტორიზაცია

ენდი კოული: "რონალდუს დაბრუნების შემდეგ ბრუნო ის ფეხბურთელი აღარ არის, ვინც წინა სეზონში იყო"

ენდი კოული: "რონალდუს დაბრუნების შემდეგ ბრუნო ის ფეხბურთელი აღარ არის, ვინც წინა სეზონში იყო"
თარიღი 07 იან 2022, 02:54

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა თავდამსხმელმა, ენდი კოულმა გუნდის ნახევარმცველ ბრუნო ფერნანდეშის შესახებ ისაუბრა.

"რონალდუ დაბრუნდა და როგორც ჩანს, ბრუნოს მთელი თამაში შეიცვალა. მას მთელი სეზონია თვალყურს ვადევნებ. რონალდუს მოსვლის შემდეგ ბრუნო აღარ არის ის ფეხბურთელი, ვინც გასულ სეზონში იყო".

"უყურებ და ფიქრობ: რატომ? საჭირო თვისებები აქვს, გუნდში რონალდუს ყოფნის გამო არ უნდა ნერვიულობდეს, რადგან ორივე მათგანი მაღალი დონის ფეხბურთელია, ერთი მიზანი აქვთ".

"კრიშტიანუს მოსვლის შემდეგ მისი ფორმა შეიცვალა", - ციტირებს კოულის სიტყვებს Mirror-ი.

პრემიერ ლიგის მიმდინარე გათამაშებაში ბრუნომ 18 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 5 გოლი გაიტანა და 3 შედეგიანი პასი გააკეთა.