ავტორიზაცია

ასტონ ვილასა და ბარსელონას შორის პრობლემა წარმოიშვა — რაზე ვერ თანხმდებიან მხარეები?

ასტონ ვილასა და ბარსელონას შორის პრობლემა წარმოიშვა — რაზე ვერ თანხმდებიან მხარეები?
თარიღი 07 იან 2022, 03:00

"ასტონ ვილა" "ბარსელონას" შემტევი ნახევარმცველის, ფილიპე კოუტინიოს გადაბირების შესაძლებლობის განხილვას აგრძელებს.

საუბარია 29 წლის ბრაზილიელის იჯარაზე. კატალონიურ გრანდში საქმეს ოპტიმიზმით ეკიდებიან და ფიქრობენ, რომ უახლოეს დღეებში მოახერხებენ გარიგების დახურვას.

ცნობილია, რომ "ბარსას" შეთანხმებაში იმ პუნქტის ჩადება სურს, რომლის მიხედვითაც "ასტონ ვილა" საიჯარო ხელშეკრულების ამოწურვის შემდეგ ვალდებული იქნება კოუტინიო შეისყიდოს.

მიუხედავად ამისა, ბირმინგემელები წინააღმდგნი არიან, იმის გათვალისწინებით, რომ სამხრეთამერიკელის კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.

შეგახსენებთ, ფილიპეს ინგლისის ჩემპიონატში უკვე უთამაშია: 2013 წლიდან 2018 წლამდე იგი "ლივერპულის" ღირსებას იცავდა.