"ქართველი მესი მოედანზე მალე დაბრუნდება", - ავსტრიული პრესა კიტეიშვილზე
Krone ესაუბრა გრაცის "შტურმის" შემტევ ნახევარმცველს, ოთარ კიტეიშვილს, რომელიც მოედანზე დაბრუნებასთან ახლოს არის. აღნიშნული ინფორმაცია თავად ქართველმა დაადასტურა:
"ამ ეტაპზე სიარული არ შემიძლია, მაგრამ მოედანზე დაბრუნებამდე დიდი დრო არ არის დარჩენილი. იძულებითი ხანგრძლივი შესვენების შემდეგ, მოუთმენლად ველი დროს, როცა მინდორზე გავალ და ვითამაშებ", - განაცხადა ავსტრიული გუნდის გამთამაშებელმა.
უშუალოდ ავსტრიული გამოცემა კი "შავ-თეთრების" ათიანის შესახებ წერს შემდეგს - "კიტეიშვილი სრული დატვირთვით ვარჯიშს თურქეთის შეკრებაზე განაახლებს.
საუბარია 19-29 იანვრის პერიოდზე. სწორედ ამ დროს არის დაგეგმილი მისი დაბრუნება. "ქართველ მესის" ტერფიდან ფიქსატორები უკვე ამოუღეს და ოთარმა ექიმთა მეთვალყურეობით პირველი ვარჯიშიც ჩაატარა.
თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, იანვრის მეორე ნახევარში მას უკვე მოედანზე ვიხილავთ", - წერს Krone 25-წლის ფლეიმეიქერის შესახებ, რომელმაც ტრავმა ევროპა ლიგაზე მიიღო.
როდის უნდა ველოდოთ კიტეიშვილის მოედანზე დაბრუნებას? - უახლესი ინფორმაცია