ავტორიზაცია

როდის უნდა ველოდოთ კიტეიშვილის მოედანზე დაბრუნებას? - უახლესი ინფორმაცია

როდის უნდა ველოდოთ კიტეიშვილის მოედანზე დაბრუნებას? - უახლესი ინფორმაცია
თარიღი 02 იან 2022, 13:17

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ოთარ კიტეიშვილი სათამაშოდ მზად თებერვლის დასაწყისში იქნება.

ავსტრიული გამოცემების ინფორმაციით, ფეხბურთელი იანვარში უკვე მოედანს დაუბრუნდებოდა, თუმცა GOAL.GE-ს ინფორმაციით, ფეხბურთელს ნაოპერაციები ქუსლი ჯერ კვლავ აწუხებს და გუნდიც არ აპირებს აჩქარებას. როგორც შევიტყვეთ, გუნდთან ერთად 25 წლის ნახევარმცველმა ვარჯიში 20 იანვრისკენ უნდა განაახლოს. შესაბამისად, თებერვლის დასაწყისში სათამაშოდაც მზად იქნება.

შეგახსენებთ, რომ ოთარ კიტეიშვილმა ქუსლის მყესი სექტემბერში, ევროპა ლიგის მატჩში პსვ-ს წინააღმდეგ გაიწყვიტა, რის გამოც საჭირო ქირურგიული ჩარევა გახდა.

25 წლის ნახევარმცველს ტრავმამდე კარგი შედეგები ჰქონდა. 14 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 4 გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე გადაცემა გააკეთა.