"ინგლისური დაგვიხეწავს" - დავითაშვილი კვარაცხელიას გაეხუმრა

ყაზანის "რუბინის" გარემარბმა, ხვიჩა კვარაცხელიამ ახალი წლის დადგომა თავის გულშემატკივრებს მიულოცა სამ ენაზე - ქართულად, ინგლისურად და რუსულად.
აღნიშნული პოსტის კომენტარებში ზურიკო დავითაშვილი ხვიჩა კვარაცხელიას ეხუმრა: "ინგლისური დაგიხვეწავს".
შეგახსენებთ, რომ რუსული გუნდის ფლანგელის პრემიერ ლიგაში გადასვლა კვლავ აქტუალური თემაა. 21-წლის შემტევის სახელს უკავშირებენ "ტოტენჰემს", "ვესტ ჰემს", "ევერტონს", "ლიდსს" და "საუთჰემპტონს".